
სტეიკი ფრანგული რეცეპტით
ინგრედიენტები
- სტეიკი 4 პატარა ნაჭერი
- პილპილი 1 სუფრის კოვზი
- ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
- საქონლის ბულიონი 60 გრამი
- კონიაკი 30გრამი (სურვილისამებრ)
- კარაქი 2 სუფრის კოვზი (გაჭერით 4 ნაწილად)
მომზადების ინსტრუქცია
- სტეიკის ნაჭრები გააშრეთ ქაღალდით და დააყარეთ პილპილი ორივე მხარეს.
- ცეცხლზე დადგით შედარებით ღრმა ტაფა (სასურველია თუჯის).
- დაასხით ზეთი, მოუმატეთ ცეცხლს და დადეთ სტეიკი 3-4 წუთის განმავლობაში.
- გადმოაბრუნეთ სტეიკი საშუალოდ 5 წუთით.
- გადმოდეთ თეფშზე, ისე რომ სითბო შეინარჩუნოს.
- დაასხით ტაფაზე საქონლის ბულიონი, ჩაასხით კონიაკი (1-2 წუთის განმავლობაში)
- გადმოდგით ტაფა გაზიდან, ბულიონს და კონიაკს დაუმატეთ კარაქი, მოურიეთ კარგად და თით მორევაზე ჩააგდეთ თითო ნაჭერი კარაქი.
- როცა კარაქი საბოლოოდ გადნება, მოასხით სტეიკს.