ქათამი ტოსკანურად ნაღებით
George 2018-11-07 13:31:18 ნანახია: 590

ქათამი ტოსკანურად ნაღებით

ინგრედიენტები

  • ქათმის ხორცი კანიანად, 4 ნაჭერი
  • მარილი გემოვნებით-ქათმისთვის
  • პილპილი გემოვნებით-ქათმისთვის
  • ზეთი
  • ნივრის 3 კბილი, დაჭრილი
  • ხახვი ნახევარი, წვრილად დაჭრილი
  • პამიდორი 1 ცალი, დაჭრილი
  • ისპანახი 2 ჭიქა (450გრამი)
  • ნაღები 2 ჭიქა
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • პილპილი 1 ჩაის კოვზი
  • პარმეზანის ყველი 50 გრამი
  • ოხრახუში 2 სუფრის კოვზი

 

მომზადების ინსტრუქცია

  1. ქათმის ხორცი მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და აზილეთ ერთმანეთშ.
  2. ცეცხლზე დადეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით ქათმის ხორცი
  3. ქათმის შეწვის შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე.
  4. იგივე ტაფაზე დაყარეთ ნიორი, ხახვი, ისპანახი, პამიდორი მოურიეთ კარგად და ცოტა ხანში მოასხით ნაღები. მოაყარეთ მარილი და პილპილი. თან ურიეთ.
  5. ცოტა ხანში მასას დაუმატეთ პარმეზანის ყველი და ოხრახუში. მოურიეთ.
  6. დაუმატეთ შემწვარი ქათმის ხორცი, ადუღეთ ერთად რომ ქათმის ხორცმა შეიწოვოს სოუსი, თან კოვზით მოასხით ხორცს სოუსი. 
  7. ცოტა ხანი აცადეთ ტაფაზე და დელიკატესიც მზად არის.

George MYGO Team +995593767490 giorgadze[a]mygo.ge