ჰუმუსი
George 2016-09-17 13:46:08 ნანახია: 14687

ჰუმუსი

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მოხარშული მუხუდო - 400 გ
  • ტაჰინა - 1 სადილის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი - 3 სადილის კოვზი
  • მწიკვი მარილი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ლიმონი - 2-3 ცალი
  • წყალი - მუხუდოსთვის

 

მომზადების ინსტრუქცია

1) წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე დადგით და წამოადუღეთ. შემდეგ ადუღებულ წყალში 400 გრამი უკვე მოხარშული და გადაწურული მუხუდო ჩაყარეთ.

2) 2-3 წუთის განმავლობაში ადუღეთ, თან ხის კოვზით ურიეთ, რომ კანი გასძვრეს.

3) შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადადგით და მუხუდო ცივ წყალში დაალბეთ. კანი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება და კოვზით ადვილად მოაშრებთ.

4) მუხუდო საწურში გადაწურეთ, ნახარში წყალი კი გადაღვარეთ.

5) გადაწურული მუხუდო ბლენდერში ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი პიურე მიიღოთ. თუ საჭიროა, ცოტაოდენი წყალი დაასხით, რომ ბლენდერში უფრო ადვილად გაატაროთ.

6) მიღებული პიურე თასში გადაიღეთ და დროებით გადადეთ. პიურეს თბილ ადგილას ნუ შეინახავთ, რადგან კერძი სუფრასთან ცივად უნდა მიიტანოთ.

7) ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ 1 მოზრდილი სადილის კოვზი ტაჰინა, 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი. კარგად მოურიეთ და გადადეთ.

8) 2 კბილი ნიორი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. დროებით გადადეთ. თუ ნივრის არომატი არ მოგწონთ, შეგიძლიათ ამ რეცეპტით მომზადებულ კერძში საერთოდ არ გამოიყენოთ.

9) გამოწურეთ 2-3 ცალი ლიმონი. ამ კერძისთვის 100 მლ ლიმონის წვენი დაგჭირდებათ.

10) ახალგამოწურული ლიმონის წვენი და, სურვილისამებრ, წვრილად დაჭრილი ნიორი თასში ჩაუმატეთ ტაჰინასა და ზეითუნის ზეთის ნაზავს. კარგად მოურიეთ.

11) მიღებული სანელებელი წინასწარ მომზადებულ მუხუდოს პიურეს დაუმატეთ, კარგად მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი, კრემისებური კონსისტენციის მასა მიიღოთ. ჰუმუსი ძალიან თხელი არ უნდა იყოს.

George MYGO Team +995593767490 giorgadze[a]mygo.ge