სუპხარჩო ახალი ტყემლით
Luka_braze 2016-09-25 00:02:37 ნანახია: 12571

სუპხარჩო ახალი ტყემლით

ინგრედიენტები

ინგრედიენტები:

  • საქონლის ძვლიანი ხორცი 1 კგ
  • ტომატპასტა 1-2 ს/კ
  • დაჭრილი ხახვი 1 თავი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ხარჩოს სუნელი 1 ს/კ
  • მრგვალი ბრინჯი 0,5 ჭიქა
  • ახალი ტყემალი 1 ჭიქა
  • ქინძი და ოხრახუში თითო კონა
  • მარილი და წიწაკა

 

მომზადების ინსტრუქცია

მომზადება:

ხორცი დავდგათ მოსახარშად, მოვხადოთ ქაფი და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. ხორცი ამოვიღოთ და დავჭრათ. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი, დავუმატოთ ხახვს და მოვშუშოთ. ჩავუმატოთ ბულიონში. თუ ბულიონი ცოტაა, შევავსოთ ანადუღარი წყლით ისე, რომ 2 ლ გახდეს. როცა ბულიონი ადუღდება, ჩავუმატოთ მარილი, წიწაკა, ხარჩოს სუნელი, ბრინჯი და ვხარშოთ, სანამ ბრინჯი მოიხარშება. შემდეგ დავუმატოთ ტომატპასტა, ტყემალი და ოხრახუში. ტყემალი რომ დარბილდება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი. ბოლოს წვნიანში მოვათავსოთ ხორცი.

George MYGO Team +995593767490 giorgadze[a]mygo.ge