მინი კალცონეები
George 2018-11-09 14:48:41 ნანახია: 612

მინი კალცონეები

ინგრედიენტები

ცომის ინგრედიენტები

  • წყალი 1 ¹⁄³ ჭიქა, თბილი (37გრადუსი)
  • საფუერი 1 ½ ჩაის კოვზი
  • ფქვილი 3 ჭიქა
  • პარმეზანი 1/4 ჭიქა
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 2 ჩაის კოვზი
  • საცხობი ფქვილი 1 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი

შიგთავსის ინგრედიენტები თითო ბურთზე

  • ტომატი 1 სუფრის კოვზი
  • მოცარელა 3 სუფრის კოვზი
  • ბაზილიკა სუფრის კოვზი
  • მარილი, გემოვნებით

 

მომზადების ინსტრუქცია

  1. თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი.
  2. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, პარმეზანი, მარილი, შაქარი, საცხობი ფქვილი და მოურიეთ, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.
  3. დაასხით წყლის და საფუარის ნარევი.მოურიეთ კარგად, ისე რომ ცომი მიიღოთ.
  4. მოაყარეთ მაგიდას ცოტა ფქვილი, გადმოიღეთ ცომი ჯამიდან. აზილეთ ფქვილში.
  5. აიღეთ ჯამი, მოასხით ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი, მოათავსეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ ნაჭერი და დაელოდეთ 1 საათი.
  6. გააკეთეთ ხელის გულის ზომის ბურთები და გააბრტყელეთ.
  7. მოათავსეთ შიგთავსი ინგრედიენტები, ცომს მიაღებინეთ ოვალის ფორმა და ჩაყარეთ ნახევრად ზეთით სავსე ქვაბში.
  8. როცა ბურთები მიიღებს ოქროსფერს, გამოიღეთ თეფშზე.

George MYGO Team +995593767490 giorgadze[a]mygo.ge