
მინი კალცონეები
ინგრედიენტები
ცომის ინგრედიენტები
- წყალი 1 ¹⁄³ ჭიქა, თბილი (37გრადუსი)
- საფუერი 1 ½ ჩაის კოვზი
- ფქვილი 3 ჭიქა
- პარმეზანი 1/4 ჭიქა
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- შაქარი 2 ჩაის კოვზი
- საცხობი ფქვილი 1 ჩაის კოვზი
- ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
შიგთავსის ინგრედიენტები თითო ბურთზე
- ტომატი 1 სუფრის კოვზი
- მოცარელა 3 სუფრის კოვზი
- ბაზილიკა სუფრის კოვზი
- მარილი, გემოვნებით
მომზადების ინსტრუქცია
- თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი.
- ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, პარმეზანი, მარილი, შაქარი, საცხობი ფქვილი და მოურიეთ, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.
- დაასხით წყლის და საფუარის ნარევი.მოურიეთ კარგად, ისე რომ ცომი მიიღოთ.
- მოაყარეთ მაგიდას ცოტა ფქვილი, გადმოიღეთ ცომი ჯამიდან. აზილეთ ფქვილში.
- აიღეთ ჯამი, მოასხით ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი, მოათავსეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ ნაჭერი და დაელოდეთ 1 საათი.
- გააკეთეთ ხელის გულის ზომის ბურთები და გააბრტყელეთ.
- მოათავსეთ შიგთავსი ინგრედიენტები, ცომს მიაღებინეთ ოვალის ფორმა და ჩაყარეთ ნახევრად ზეთით სავსე ქვაბში.
- როცა ბურთები მიიღებს ოქროსფერს, გამოიღეთ თეფშზე.