ავოკადოს მიქსი
George 2018-11-10 18:03:17 ნანახია: 552

ავოკადოს მიქსი

ინგრედიენტები

მოამზადე ავოკადო, კვერცით, ბეკონით, პამიდვრით და ჩედარით. ყველაზე მრავაფეროვანი ავოკადო მეგურმანისგან.

  • ავოკადო 2 ცალი
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარილი, გემოვნებით
  • პილპილი, გემოვნებით
  • ბეკონი
  • პამიდორი ჩერი
  • ბაზილიკა
  • ყველი ჩედარი, გახეხილი
  • მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი

 

მომზადების ინსტრუქცია

  1. გაყავით ავოკადოები ორ ნახილად, ოღონდ ფრთხილად, მოაცილეთ კურკა.
  2. მოათავსეთ ღუმელის საცხობ დაფაზე.
  3. დაალაგეთ ავოკადოები ოთხივე ნაჭერი, ჩაის კოვზით ცოტა გაუდიდეთ კურკუს ადგილი და ჩააგდეთ კვერცხი ოთხივე ნაჭერში. (კვერცხი არ ათქვიფოთ).
  4. ავოკადოს ერთ ნაჭერს მოაყარეთ მარილი, პილპილი.
  5. ავოკადოს მეორე ნაჭერს კვერცხთან ერთად დაუმატეთ ბეკონი, წვრილად დაჭრილი.
  6. ავოკადოს მესამე ნაჭერს კვერცხთან ერთად დაუმატეთ პამიდორი ჩერი, წვრილად დაჭრილი.
  7. ავოკადოს მეოთხე ნაჭერს კვერცხთან ერთად დაუმატეთ ყველი ჩედარი, გახეხილი. 
  8. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთით. 
  9. მომზადების შემდეგ ავოკადოს ნაჭრებს მოაყარეთ მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი.

George MYGO Team +995593767490 giorgadze[a]mygo.ge