
ავოკადოს მიქსი
ინგრედიენტები
მოამზადე ავოკადო, კვერცით, ბეკონით, პამიდვრით და ჩედარით. ყველაზე მრავაფეროვანი ავოკადო მეგურმანისგან.
- ავოკადო 2 ცალი
- კვერცხი 4 ცალი
- მარილი, გემოვნებით
- პილპილი, გემოვნებით
- ბეკონი
- პამიდორი ჩერი
- ბაზილიკა
- ყველი ჩედარი, გახეხილი
- მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი
მომზადების ინსტრუქცია
- გაყავით ავოკადოები ორ ნახილად, ოღონდ ფრთხილად, მოაცილეთ კურკა.
- მოათავსეთ ღუმელის საცხობ დაფაზე.
- დაალაგეთ ავოკადოები ოთხივე ნაჭერი, ჩაის კოვზით ცოტა გაუდიდეთ კურკუს ადგილი და ჩააგდეთ კვერცხი ოთხივე ნაჭერში. (კვერცხი არ ათქვიფოთ).
- ავოკადოს ერთ ნაჭერს მოაყარეთ მარილი, პილპილი.
- ავოკადოს მეორე ნაჭერს კვერცხთან ერთად დაუმატეთ ბეკონი, წვრილად დაჭრილი.
- ავოკადოს მესამე ნაჭერს კვერცხთან ერთად დაუმატეთ პამიდორი ჩერი, წვრილად დაჭრილი.
- ავოკადოს მეოთხე ნაჭერს კვერცხთან ერთად დაუმატეთ ყველი ჩედარი, გახეხილი.
- შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთით.
- მომზადების შემდეგ ავოკადოს ნაჭრებს მოაყარეთ მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი.