სალათა პანცანელა
shota 2016-09-23 14:01:48 ნანახია: 14102

სალათა პანცანელა

ინგრედიენტები

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 320 გრ. თეთრი პური
  • პამიდორი
  • 2 ცალი წიწაკა
  • 1 თავი ხახვი
  • ოხრახუში
  • ბაზილიკი
  • 2 კბილი ნიორი
  • 130 მლ. წყალი
  • 120 მლ. ზეითუნის ზეთი
  • შავი პილპილი
  • 90 მლ. ძმარი ბალზამიკო
  • კაპარი
  • მარილი
  • დაფნის ფოთოლი

 

მომზადების ინსტრუქცია

მომზადების წესი:

1 .  დავჭრათ პური თანაბარი ზომის ჩხირებად და ოდნავ გაახმეთ.  4 ს.კ ძმარსა და 130 მლ. წყალს დაამატეთ დამტვრეული დაფნის ფოთოლი და აადუღეთ. გააცივეთ მიღებული ნაზავი და მოასხით პურის ჩხირებზე. დატოვეთ 25-30 წუთით.

2. გაასუფთავეთ კანისგან 320 გრ. პომიდორი, გამოაცალეთ თესლი და რბილობი დაჭერით რგოლებად. აიღეთ წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა, გაასუფთავეთ და ისიც დაჭერით საშუალო ზომის კუბებად. ასევე, უნდა დაიჭრას ხახვი ნახევარწრეებად, 3-4 ღერი ოხრახუში, დაამატეთ 2 ს.კ კაპარი და აურიეთ ბოსტნეულში.

3. გაწურეთ პური და დააჭერით მცირე ნაწილებად. დაჭრილ ნიორს უნდა მოასხათ ზეითუნის ზეთი, დაამატოთ დაჭრილი ოხრახუში, ცოტაოდენი ძმარი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მიღებული სოუსი მოასხით პურზე და მოათავსეთ მაცივარში 60 წუთის განმავლობაში.

George MYGO Team +995593767490 giorgadze[a]mygo.ge