სუკიიაკი
George 2016-09-17 17:13:33 ნანახია: 23655

სუკიიაკი

ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფა)
  • საქონლის ან ხბოს ხორცი - 300 გ
  • პრასი - 2 ღერი
  • ხახვი - 1 თავი
  • ჩინური კომბოსტო - ½ თავი
  • სოკო შიიტაკე (ესე ქვია არ გაგეცინოს) ან შამპინიონი - 6 ცალი
დაში
  • წყალმცენარე კომბუ - 1 ნაჭერი (7-8 სმ)
  • წყალი - ½ ლ
  • თინუსის გამომშრალი ფანტელები - 5 გ
სოუსი
  • მცენარეული ზეთი - 2 სადილის კოვზი
  • შაქარი - 2 სადილის კოვზი
  • მირინი - 2 სადილის კოვზი
  • სოიის სოუსი - 3 სადილის კოვზი (შეცდომით არ მიწერია სოიოს სოუსი არ გეგონოს)
  • საკე - 1 სადილის კოვზი
გარნირი
  • სოიის სოუსი - 4-5 სადილის კოვზი (თითო პერსონაზე)

 

მომზადების ინსტრუქცია

მომზადება 1) საქონლის ან ხბოს ხორცი თხლად დაჭერით. ამ პროცესის გასაადვილებლად ხორცი შეგიძლიათ წინასწარ 2 საათით საყინულეში გააჩეროთ.
2) პრასი გარეცხეთ და დიაგონალურად დაჭერით 3 სმ სისქის ნაჭრებად. მწვანე ნაწილი არ შეაყოლოთ.
3) ხახვი 1 სმ სისქეზე, ჩინური კომბოსტო კი დიდ ნაჭრებად დაჭერით.
4) თუ სოკო მომცრო ზომისაა, მთელ-მთელი დატოვეთ. თუ დიდებია, მაშინ შუაზე გაჭერით.
5) დაჭრილი ინგრედიენტები (ხორცი, პრასი, ხახვი, ჩინური კომბოსტო და სოკო) ღრმა ლანგარზე მოათავსეთ და მაგიდაზე, სანათურთან ახლოს დადგით. 
 
დაში
6) წყალმცენარე კომბუს 1 ნაჭერი სველი ტილოთი გაწმინდეთ. გამდინარე წყლის ქვეშ არ მოახვედროთ, რადგან არომატს დაკარგავს.
7) ქვაბი ნახევრამდე აავსეთ წყლით. ცეცხლზე დადგით და შიგ კომბუ ჩააგდეთ. სანამ წყალი დუღილს დაიწყებს, კომბუ ამოიღეთ, თორემ დაში მწარე გემოს მიიღებს, წყალი კი მაღალ ცეცხლზე დატოვეთ.
8) როცა წყალი ადუღდება, შიგ თინუსის გამომშრალი ფანტელები ჩაყარეთ.
9) როგორც კი წყალი დუღილს ხელმეორედ დაიწყებს, ქვაბი ცეცხლიდან გადადგით და დაელოდეთ, რომ ფანტელები ქვაბის ძირშ დაილექოს. შემდეგ გადაწურეთ საწურშ,რომელსაც წინასწარ ტილო უნდა ჩაუფინოთ. 

სოუსი
10) ქვაბში გააცხელეთ მცენარეული ზეთი. ჩაყარეთ შაქარი, მოასხით მირინი, სოიის სოუსი და საკე. დაუმატეთ 250 მლ მზა დაში. მოურიეთ.
11) როცა სოუსი წამოდუღდება, ნაწილი მოაკელით და შეინახეთ.
12) ქვაბში დარჩენილ სოუსს ბოსტნეულის ნაწილი დაუმატეთ და ნელ ცეცხლზე დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
13) შემდეგ მოხარშული ბოსტნეულის შუაგულში დაჭრილი ხორცი ჩააწყვეთ, რომ თან გალამაზდეს და თან დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად თანაბრად მოიხარშოს.
14) ხორცი ძალიან არ უნდა ჩაიხარშოს. ქვაბი პირდაპირ მაგიდაზე მიიტანეთ და ელექტრო ან გაზის სანთურზე შემოდგით.
15) 4-5 სადილის კოვზი სოიის სოუსი ცალ-ცალკე ფიალებში ჩაასხით. სუფრის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს სოუსის ცალკე ფიალა, რომ შიგ ხორცის, სოკოს და ბოსტნეულის ნაჭრები ჩააწოს. როგორც წესი, ამ ინგრედიენტებს 1 ცალ გათქვეფილ კვერცხში აწობენ, თუმცა სოიის სოუსი გაცილებით გემრიელია.
16) როცა ხორცი და ბოსტნეული მოიხარშება, ქვაბიდან ამოიღეთ და სოიის სოუსი მოასხით. რაც შეეხება კერძის სოუსს, თუ დაშრა, ცალკე შენახული რომ გქონდათ,ის დაუმატეთ.

 

George MYGO Team +995593767490 giorgadze[a]mygo.ge