არაქისის და კრეკერის ჩიზქეიქი
George 2018-11-07 12:46:05 ნანახია: 528

არაქისის და კრეკერის ჩიზქეიქი

ინგრედიენტები

ეგურმანი გთავაზობთ გამოცხობის გარეშე მოამზადოთ გემრიელი შოკოლადის და არაქისის ჩიზქეიქი.

  • კრეკერი 10 ცალი
  • კარაქი, გამდნარი 7 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 600 გრამი
  • შაქრის ფხვნილი 1/2 ჭიქა
  • ვანილის ექსტრაქტი 1 სუფრის კოვზი
  • გამდნარი შოკოლადი 1/2 ჭიქა
  • არაქისის კარაქი 2 ჭიქა
  • შაქრის ფხვნილი 1 ჭიქა 

 

მომზადების ინსტრუქცია

 

  1. კრეკერები ჩავყაროთ ცელოფანში და დავფხვნათ კარგად, შემდეგ ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ გამდნარი კარაქი და მოვურიოთ კარგად.
  2. მიღებული მასა ჩავყაროთ მრგვალ საცხობ ფორმაში, გავაბრტყელოთ და გავუსწოროთ ზედაპირი. შედგით მაცივარში.
  3. ჯამში მოვათავსოთ არაჟანი, დავუმატოთ შაქრის ფხვნილი (1/2ჭიქა) და ავურიოთ კარგად. დავუმატოთ ვანილი და გამდნარი შოკოლადის მასა. ისევ ვურევთ კარგად.
  4. გამოვიღოთ მაცივრიდან კრეკერების ბისკვიტი და მიღებუი მასა გადავუსვათ ზმოდან, თანაბრად. ისევ შევდგათ მაცივარში. 
  5. ჯამში მოვათავსოთ არაქისის კარაქი, დავუმატოთ შაქრის პუდრი 1 ჭიქა და ავურიოთ კარგად ერთმანეთში.
  6. მაცივრიდან გამოვიღოთ ჩვენი ნამცხვარი და ეს მასა მოვასხათ ზევიდან, თანაბრად. ისევ შევდგათ მაცივარში 2-4 საათით. 

George MYGO Team +995593767490 giorgadze[a]mygo.ge