მანგოს ტარტი
George 2018-11-08 19:01:34 ნანახია: 422

მანგოს ტარტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი 1 ცალი
  • მანგო 2 ცალი
  • კარაქი 1/2 ჭიქა
  • შაქარი 2/3 ჭიქა
  • ფქვილი 2 ჭიქა
  • ნაღების კრემი 50 გრამი
  • იოგურტი 1/3 ჭიქა
  • ფორთოხლის კანი 1/2 ჩაის კოვზი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • ფორთოხლის წვენი 2 სუფრის კოვზი
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი

 

მომზადების ინსტრუქცია

  1. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ კარაქი, შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.
  2. დაუმატეთ ფქვილი და ისევ ათქვიფეთ მიქსერით.
  3. მიღებული მასა მოათავსეთ სპეციალურ საცხობ ფორმაში, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და შედგით 190 გრადუსზე 30 წუთი.
  4. სანამ ბისკვიტი ცხვება, გაფცქვენით მანგო და დაჭერით.
  5. ჯამში მოათავსეთ ნაღების კრემი, იოგურტი, ფორთოხლის კანი, ფორთოხლის წვენი, შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით.
  6. მიღებული მასა გადაუსვით ბისკვიტს და ზევიდან გააფორმეთ მანგოს ნაჭრებით.

George MYGO Team +995593767490 giorgadze[a]mygo.ge